fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი ციფრული სისტემისკენ მიისწრაფვის: სულ მალე პირადობის მოწმობები ტელეფონში

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მობილურ ტელეფონში ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაცია, რომელიც პირადობის მოწმობებს შეინახავს, ზუსტად იმ სახით, როგორითაც ახლა კოვიდ-სერთიფიკატებს ვინახავთ.

ამის შესახებ პარლამენტში ციფრული მმართველობის მინისტრმა, თეოდოროს ლივანიომ განაცხადა. როგორც მან განმარტა, პირადობის ციფრულ მოწმობაში შეინახება მფლობელის მონაცემები: ფოტო, სახელი/გვარი, დაბადების თარიღი, რათა გაადვილდეს როგორც ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის, ასევე თავად კონკრეტული პირის იდენტიფიკაციის პროცესი.

“როგორც ხედავთ, ამჟამად არსებული ზომების ფარგლებში, ნებისმიერ დაწესებულებაში შესვლისას გვთხოვენ როგორც სერთიფიკატს, ასევე პასპორტს ან პირადობის მოწმობას, ამიტომ ერთგვარად შემაწუხებელია ამ ყველაფრის ცალ-ცალკე წარდგენა. ამიერიდან იარსებებს პირადობის მოწმობის “საფულე-აპლიკაცია”, რომელშიც განთავსდება საიდენტიფიკაციო დოკუმენტი და ჩვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს,” ამბობს ლივანიო.

საბერძნეთი ნელ-ნელა მიდის ციფრული სისტემისკენ, რომლის მიზანიც ბიუროკრატიის შეზღუდვაა. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ყველა დოკუმენტი მომავალში ციფრული სახითაც იყოს ხელმისაწვდომი.

onalem

ტესტ