fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! ხვალიდან ახალი ზომები საბერძნეთში 3 იანვრამდე – რა უნდა ვიცოდეთ?!

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა ახალი ზომები დააანონსა, რომლებიც ქვეყანაში ხვალიდან, 24 დეკემბრიდან, 3 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში და მათი დაცვა მკაცრად გაკონტროლდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კერძოდ, ხვალიდან, 24 დეკემბრის 06:00 საათიდან სავალდებულოა:

  1. პირბადის ყველგან, როგორც გარეთ, ღია სივრცეში, ასევე დახურულ სივრცეში ტარება. (აქ შედის სავარჯიშო დარბაზები და სარესტორნო სფერო. კაფეებსა და ტავერნებში პირბადის მოხსნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც საკვებს და სასმელს მიირთმევთ.
  2. პირბადის ტარება სავალდებულოა ეკლესიებსა და თეატრებშიც.
  3. სუპერმარკეტებსა და საჯარო ტრანსპორტში სავალდებულოა ან ორი პირბადის ტარება ან გაძლიერებული დამცველობის პირბადის (N95) ტარება.
  4. მთელი ქვეყნის მასშტაბით უქმდება სადღესასწაულო ღონისძიებები.
  5. საბერძნეთში ნებისმიერი გზით შემოსვლიდან მე-2 და მე-4 დღეს ყველა მგზავრს მოეთხოვება Rapid ტესტის გაკეთება.
  6. არა ვალდებულება, მაგრამ მკაცრი რეკომენდაციაა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლამდე ადამიანებმა ჩაიტარონ თვით-ტესტირება.

ყველა აღნიშნული ზომა ძალაში იქნება 3 იანვრამდე, ხოლო ექსპერტთა საბჭო კიდევ ერთხელ შეიკრიბება 27 დეკემბერს, დამატებითი საკითხების განსახილველად და ეპიდმდგომარეობის შესაფასებლად.

onalem

ტესტ