fbpx
საბერძნეთი

კრეტელი მამაკაცი, რომელსაც ყოფილმა ცოლმა მჟავა შეასხა, ამბობს, რომ ეთიკურად არასწორია სასამართლოზე ქალის წინააღმდეგ დადგეს

საზოგადოება შეძრა 2022 წელს კრეტაზე, კერძოდ ირაკლიოში მომხდარმა შემთხვევამ, როდესაც 38 წლის ქალმა ყოფილ მეუღლეს მჟავა შეასხა და მძიმე დამწვრობები მიაყენა. 36 წლის მამაკაცის დაცვა საკუთარ თავზე ცნობილმა კრიმინალისტმა, ალექსის კუგიამ აიღო, რომელიც ახლა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე უარს ამბობს.

საინტერესოა რა არის ამის მიზეზი?!

კუგიას განმარტებით, ვინაიდან მამაკაცი გაზრდილია ტრადიციულ საზოგადოებაში, კრეტაზე, სადაც განსაკუთრებული ღირებულებები და ფასეულობები აქვთ, მისთვის ეთიკურად აკრძალული და არასწორია, რომ სასამართლო პროცესზე მის წარსდგეს ქალის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ეს თავდასხმა შეიძლებოდა ფატალურადაც დასრულებულიყო.

“თავდასხმის პირველივე წუთებიდან ჩვენ ავიღეთ საქმე და გამოძიება მიმდინარეობდა მკვლელობის მცდელობის მუხლით, ვინაიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გაუნადგურდა მარცხენა თვალი და მიიღო მძიმე დამწვრობები. დაზარალებულმა განაცხადა, რომ არ სურს პროცესზე დასწრება, რადგან სოციუმისთვის, რომელშიც ის გაიზარდა, წარმოუდგენელია ქალის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე მის პირისპირ დგომა,” ამბობს კუგია.

როგორც უკვე ცნობილია, ქალმა თავდასხმა იმის გამო განახორციელა, რომ მეუღლემ განქორწინება მოსთხოვა.

onalem

ტესტ