fbpx
საბერძნეთი

ათენში სულ მალე! 500 ახალი “ჭკვიანი გაჩერება” და უკონტაქტო ჩასხდომა საჯარო ტრანსპორტში

ათენის საჯარო ტრანსპორტის ხელმძღვანელობა ინოვაციების დანერგვას გეგმავს უფრო მეტი მგზავრის მოზიდვისთვის და გვთავაზობს სიახლეებს, რომელთაც სულ მალე ვიხილავთ დედაქალაქში.

როგორც ირკვევა, საუბარია ოთხი დაუყოვნებლივი ზომის გატარებაზე, რომელიც გააუმჯობესებს როგორც მგზავრების მომსახურებას, ასევე, მიმართულია თავად ავტობუსებისა და ტროლეიბუსების განახლებისა და მოდერნიზაციისკენ.

პირველ ეტაპზე, როგორც მედია იუწყება, ათენში უახლოეს მომავალში გამოჩნდება 500 “ჭკვიანი გაჩერება”, შემდეგ იგეგმება, რომ ამოქმედდეს უკონტაქტოო გადახდის სისტემა, რაც გულისხმობს მგზავრობის საფასურის საბანკო ბარათებით გადახდას ისე, რომ სრულებით არ იყოს საჭირო ბილეთების შეძენა, ბარათებზე ჩარიცხვა და ა.შ.

მესამე და მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც გეგმის ნაწილია, გახლავთ 140 ელექტრო და ბუნებრივ აირზე მომუშავე 300 ავტობუსის შესყიდვა, ხოლო პირველი ელექტრო ავტობუსების მოწოდება და ათენის ქუჩებში მოძრაობა მოსალოდნელია მიმდინარე 2024 წელს.

ამას გარდა, ავტობუსის ზოლებზე ზედამხედველობის გაუმჯობესება მოხდება სპეციალური ფოტოგრაფიული მოწყობილობების გამოყენებით. 2023 წელს OASA-მ დაასრულა 12 ახალი ციფრული ფოტოგრაფიული მოწყობილობის მიწოდება და ინსტალაცია კონკრეტულ ზოლებში, დარღვევების ჩასაწერად. კამერები დამონტაჟდა საგზაო პოლიციასთან თანამშრომლობით შერჩეულ 12 ლოკაციაზე და სადაც მკვეთრი დარღვევები შეინიშნება.

onalem

ტესტ