fbpx
საბერძნეთი

ათენში 27 და 28 თებერვალს ტაქსები არ იმუშავებენ!

ტაქსის მძღოლები მიმდინარე თვის ბოლოს გაფიცვას აცხადებენ და 48 საათით შეწყვეტენ მუშაობას. ტაქსის მძღოლების კავშირმა (ΣΑΤΑ) დირექტორთა საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვიტა 48-საათიანი გაფიცვა 2024 წლის 27 და 28 თებერვალს.

ამრიგად, 27 და 28 თებერვალს ტაქსები არ იმოძრავებენ. მძღოლები საგადასახადო კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი პროტესტს უკვე რამდენიმე თვეა გამოხატავენ.

როგორც აღნიშნავენ, ამ საგადასახადო ცვლილებების მიზანი არის ტაქსების სრული “გადაშენება” და მძღოლების ფინანსური განადგურება, ასევე, მათი ლიცენზიები უფრო მსხვილ კომპანიებს და ბიზნეს ჯგუფებს გადასცენ.

 

 

onalem

ტესტ