fbpx
საბერძნეთი

დღეს საბერძნეთში ტემპერატურა კიდევ უფრო იმატებს – ნახეთ, რამდენი გრადუსი დაფიქსირდება

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში ტემპერატურა კიდევ უფრო იმატებს და 30 გრადუსს მიაღწევს. უქმეებიდან მოყოლებული უკვე სანაპიროზე გასვლის ამინდები დადგა და ბევრმა ადამიანმა მიაშურა ზღვას, მიუხედავად ამისა, მაღალი ტემპერატურა მხოლოდ ოთხშაბათამდე გასტანს, შემდეგ კი, კვლავ დაეცემა, 10 გრადუსით.

დღეს ატიკის რეგიონში და შესაბამისად ათენში, მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, ჰაერი 29 გრადუსამდე გათბება, იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდება თესალონიკშიც.

როგორც მეტეოროლოგი, კლერახოს მარუსაკი აცხადებს, ოთხშაბათიდან საბერძნეთში ცივი ჰაერის მასების შემოჭრაა მოსალოდნელი, რაც გამოიწვევს ტემპერატურის ვარდნას ხუთშაბათიდან. ათენში 19 მაისს 23 გრადუსი დაფიქსირდება.

onalem

ტესტ