fbpx
საბერძნეთი

“ოქროს სუვლაკი” – საბერძნეთში გიროს ფასმა 3,50 ევროს მიაღწია

ეს ტრადიციული ბერძნული კერძი ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი იყო, როცა სახლში საჭმლის მომზადების დრო არ გვქონდა ან უბრალოდ, გვსურდა, რომ მისი გემო გაგვეხსენებინა, რადგან გირო გემრიელიც იყო და იაფიც. ახლა კი, ჩანს, რომ ვითარება ისე იცვლება, რომ მისი საფასური არც ისე ხელმისაწვდომი ხდება.

ტელეკომპანია Μega-ს ინფორმაციით, ერთი გიროს ფასმა უკვე 3,50 ევროს მიაღწია.

ნახეთ ფასების განსხვავება წლების მიხედვით:

ღორის/ქათმის ხორცი შამფურზე (კალამაკი) 2021 წელს 1,70-1,80 ევრო ღირდა, ახლა კი საკმაოდ ბევრ ობიექტში მისი ფასი 2-2,20 ევროს უდრის.

გირო (პიტაში შეხვეული ხორცი) 2021 წელს 2,40-2,60 ევრო ღირდა, ხოლო დღეს მისი ფასი მერყეობს 2,80-დან 3,50 ევრომდე.

კარტოფილი (ერთი პორცია) 2021 წელს 2,70 ევრო ღირდა, ხოლო დღეს 3 ევროს აღწევს სწრაფი კვების რამდენიმე ობიექტში.

გამაგრილებელი სასმლის შეძენა 2021 წელს 1,20 ევროდ იყო შესაძლებელი, ახლა კი 1,50 ევრომდეა გაზრდილი მისი ფასი.

ამრიგად, ორი ადამიანი თუ მაქსიმუმ საშუალოდ 15 ევროს იხდიდა სწრაფი კვების ობიექტში (გირო/კალამაკი/სასმელი/კარტოფილი), ახლა იგივე პროდუქტების შესაკვეთად 20 ევრომდეა საჭირო.

onalem

ტესტ