fbpx
საბერძნეთი

ბერძენ 75 წლის ქალს 120.000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს, რადგან 4 კნუტი ნაგავში გადააგდო

გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოსელ ქალბატონს კატის კნუტების ნაგავში გადაყრა საკმაოდ ძვირად დაუჯდა. ის აღნიშნული ბრალდებით დააკავეს, თუმცა, რამდენიმე ხანში პირობებით გაათავისუფლეს. მოხუცი ვალდებულია თვეში ერთხელ გამოცხადდეს პოლიციის განყოფილებაში.

როგორც ირკვევა, მოხუცმა თავის სახლთან ახლოს მდებარე ყუთში ოთხი ახალშობილი კნუტი ჩააგდო. ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 30.000 ევროს შეადგენს საბერძნეთში, შესაბამისად, ქალს თითოული კნუტის გადაგდებისთვის 120.000 ევროს ოდენობის ჯარიმა შეეფარდა.

ქალმა ჩვენების მიცემისას თქვა, რომ პოლიეთილენის პარკი ნამდვილად ჩააგდო ნაგავში, მაგრამ არ იცოდა, რომ შიგნით კნუტები იყვნენ, მისი მეზობელი კი, რომელმაც პოლიციაში საჩივარი შეიტანა, კატეგორიულია და ამბობს, რომ დაინახა, თუ როგორ გააკეთა ეს ქალმა ეს ყველაფერი და მან კარგად იცოდა, პარკში კნუტების არსებობის შესახებ.

 

onalem

ტესტ