fbpx
საბერძნეთი

“24 თებერვლის შემდეგ ჩვენ ყველა უკრაინელები ვართ” – კოსტას ბაკოიანი უკრაინის ომთან დაკავშირებულ გამოფენაზე ათენში

გუშინ, 15 მაისს, ათენის ცენტრში, ვასილისის ოლგას გამზირმა ღია გამოფენას უმასპინძლა. გამოფენა უკავშირდებოდა რუსეთ უკრაინის ომს და წარმოდგენილი იყო 57 კადრი, რომელიც რუსულ აგრესიას, ძალადობას და ბარბაროსობას აღწერს.

აღნიშნული გამოფენა ათენის მერიისა და უკრაინის საელჩოს თანამშრომლობით მოწყო და ათენის მერი, კოსტას ბაკოიანი ესწრებოდა. გამოფენაზე წარმოდგენილი კადრები გადაღებულია ფოტოგრაფების მიერ, მთელი მსოფლიოდან, რომლებიც კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდნენ და დააფიქსირეს ყველაზე შოკისმომგვრელი კადრები თავიანთ ობიექტივში.

“ეს არის გამოფენა, რომელიც არასდროს უნდა გამართულიყო, როგორც ეს ომი, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო. ჩვენ, ყველა ათენელის გრძნობების ინტერპრეტაციით, გვინდა, რომ ძლიერი მესიჯი გავაგზავნოთ. მესიჯი, ომის წინააღმდეგ, უკანონო, უსამართლო, ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ, მესიჯი მშვიდობისა და დემოკრატიისთვის. 24 თებერვლის შემდეგ ჩვენ ყველა უკრაინელები ვართ,” აცხადებს კოსტას ბაკოიანი.

onalem

ტესტ