fbpx
კრიმინალი

ომონია: 28 წლის ბიჭმა საკუთარი მამა მოკლა და შემდეგ პოლიცია გამოიძახა

ბერძნული მედია საზარელი შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც ომონიაზე, ვულგარის ქუჩაზე მოხდა. 28 წლის ბიჭმა, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა, საკუთარი 52 წლის მამა მოკლა, შემდეგ კი, პოლიცია გამოიძახა.

ირკვევა, რომ დამნაშავე მამით პაკისტანელი, ხოლო დედით ბერძენია, მან მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები, დანით, ძილის დროს მიაყენა, შემდეგ პოლიციაში დარეკა და საკუთარი დანაშაული აღიარა. ადგილზე მისულმა ოფიცრებმა 52 წლის პაკისტანელი საკუთარ საწოლში იპოვეს მოკლული.

არსებული ცნობებით, ბერძენ-პაკისტანელ ბიჭს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს და მოსალოდნელია, რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანონ.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

onalem

ტესტ