fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ცნობილი ბერძენი მსახიობის ვაჟი ქალებზე მრავალჯერადი თავდასხმისთვის დააკავეს

ცნობილი ბერძენი მსახიობის შვილი ქალებზე მრავალჯერადი თავდასხმის ბრალდებით ხალანდრში დააკავეს.

45 წლის მამაკაცის წინააღმდეგ 50-ზე მეტი საჩივარი იყო შესული, რომელშიც ეწერა, რომ ის აღნიშნულ რეგიონში ქალებს ემუქრებოდა და აშინებდა.

ის გუშინ დააკავეს. მის მიერ ჩადენილი ბოლო დანაშაული განსაკუთრებით შოკისმომგვრელია. მან შაბათს 3 წლის გოგონას დედა მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სკვერში სცემა. ის დააკავეს და მას შემდეგ, რაც პროკურორმა შესაბამისი ბრძანება გასცა, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს.

45 წლის მამაკაცს, გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და აღნიშნულ ცენტრში ადრეც მრავალჯერ იმყოფებოდა. ხალანდრში ის ცნობილი იყო ამგვარი ქცევით, აგრესიითა და ქალების მიმართ საშინელი დამოკიდებულებით.

მისი მამა ცნობილი მსახიობია, რომელიც 1960-70-იანი წლების ფილმების ვარსკვლავად ითვლება. მისი ვინაობა, ობიექტური მიზეზების გამო, არ სახელდება.

onalem

ტესტ