fbpx
საბერძნეთი

“ყველა ბავშვი სქესის გარეშე იბადება, მეც მქონდა გაურკვევლობა ჩემს ორიენტაციასთან დაკავშირებით” – ელენა პაპარიზუ

ელენა პაპარიზუმ მედიისთვის ბოლოს მიცემულ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა და საკუთარი თავის შესახებ გარკვეული დეტალები გაამჟღავნა, რაც აქამდე არსად უთქვამს. Pride 98.6-თან მან ისაუბრა დეპრესიასა და სექსუალურ ორიენტაციაზე.

“როდესაც ცხოვრებაში პირველად დავდექი დეპრესიის წინაშე, სკოლის სპეციალისტი მიხვდა ამას. რელიგიასთან დაკავშირებით მქონდა გაურკვევლობები და არ ვიცოდი, სად ვეკუთვნოდი, რა დამეჯერებინა, რისი მეწამა. ეკლესიასთან ახლოს ვარ, ისევე როგორც მთელი ჩემი ოჯახი. ყველა ადამიანი “ეკლესიას” თავად ატარებს გულით ისე, როგორც მას სჯერა და როგორც აქვს შინაგანად გათავისებული. პატარა ასაკში ბუდისტიც კი ვიყავი, ხოლო 13 წლის როდესაც გავხდი, მთელი სამყარო ამოყირავდა. ზუსტად მაშინ დაიწყო სკოლის ფსიქოლოგმა ჩემზე დაკვირვება.

პატარაობიდან მყავდა გეი მეგობარი, 12-13 წლისები ვიყავით. მან კარგად იცოდა, რაც იყო. ჩემთვის სრულიად ბუნევრივია, როდესაც ვინმე ასე გრძნობს თავს. განა მე მაქვს უფლება დავჯდე და განვსაჯო სხვა ადამიანი რატომ გრძნობს თავს ასე და რატომ არის ის, რაც არის?! რა თქმა უნდა არა! ყველა ბავშვი იბადება სქესის გარეშე. ჩემი დის საუკეთესო მეგობარი დანიშნული იყო გოგონაზე. მეც მქონდა გაურკვევლობა ჩემს ორიენტაციასთან დაკავშირებით,” თქვა მომღერალმა.

 

onalem

ტესტ