fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

პირველი კაფე ძაღლებისთვის პაგრატზე გაიხსნა – ტკბილეული ოთხფეხა მეგობრებისთვის, თუმცა, შაქრის გარეშე

ბერძნები ცხოველების მოყვარული ხალხია და ძალიან ბევრია ისეთი ადგილი, სადაც დაშვებულია ოთხფეხა მეგობრებთან ერთად შესვლა, განტვირთვა, ფინჯანი ყავის მირთმევა ან თუნდაც მუშაობა. მაგრამ კაფე, რომელიც პაგრატზე გაიხსნა, კონკრეტულად ძაღლებთვის არის განკუთვნილი და ამზადებს ტკბილეულს, რომელსაც რეალურად შაქარი არ აქვს.

ეს არის იდეალური ადგილი, სადაც თქვენს საუკეთესო მეგობრებს მიიყვანთ და უფრო მეტიც, თუ მისთვის დაბადების დღის გადახდა გსურთ, ტორტიც შეგიძლიათ შეუკვეთოთ. კაფეში ძაღლები დააგემოვნებენ უშაქრო ტკბილეულს, რომლებიც დამზადებულია შვრიის, ბანანისა და არაქისის კარაქისგან.

კაფეში, Anana, აქვთ გარკვეული პროდუქტები არა მხოლოდ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების, არამედ ჩვენთვისაც.

“შევნიშნეთ, რომ პაგრატზე ძალიან ძალიან ბევრი ძაღლია, რომელთაც თავიანთი ტკბილეული უნდათ. ვიცით, რომ შაქარი არ შეიძლება მათთვის, შესაბამისად, გავარკვიეთ, რჩევები ვიკითხეთ ექსპერტებთან და ვამზადებთ ისეთ ტკბილეულს, რომელიც მათთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. მათ შორის ნაყინს, რომელსაც მაშინვე შეჭამენ და არ არის აუცილებელი შეფუთვა,” ამბობს იდეის ერთ-ერთი ავტორი.

onalem

ტესტ