fbpx
საბერძნეთი

აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები 1,188 პოლიციელით ძლიერდება – სამოქალაქო დაცვის მინისტრის გადაწყვეტილება

სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ტაკის თეოდორიკაკომ, ტურიზმის მინისტრთან, ვასილის კიკილიასთან თანამშრომლობის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2023 წლის ტურისტულ სეზონზე საბერძნეთში უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერდეს.

როგორც თეოდორიკაკომ განაცხადა, აეროპორტებსა და სახმელეთო საზღვრებზე დამატებით განთავსდება პოლიციის 1,188 ოფიცერი. ორი სამინისტრო თანამშრომლობს იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე დადასტურდეს, რომ საბერძნეთი არ არის მხოლოდ ლამაზი ქვეყანა ტურისტული თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხო დანიშნულების ადგილი და სწორედ ამ მიზნით შენდება ე.წ. უსაფრთხოების ბადე ყოველი ადამიანისთვის, რომელიც ამ ქვეყანას ეწვევა.

“ამ გზით ჩვენ მხარს ვუჭერთ ბერძნულ ტურიზმს, ბიზნესს და ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, პარალელურად, ვქმნით ახალ პერსპექტივებს,” განაცხადა მინისტრმა.

მეორეს მხრივ, ვასილის კიკილიასმა თეოდორიკაკოს მადლობა გადაუხადა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა მოგზაურობისას უსაფრთხოების მნიშვნელობა. ამავე დროს, დასძინა, რომ 2023 წელი ტურისტულად ერთ-ერთი უძლიერესი იქნება.

onalem

ტესტ