fbpx
კატეგორიის გარეშე

ათენი: ტაე კვონ დოს ბერძენი მწვრთნელი თავისი 5 არასრულწლოვანი მოსწავლის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ბერძნული საზოგადოება შეძრა ილიუპოლში 44 წლის მამაკაცის დაკავების ამბავმა, რადგან წლების მანძილზე მასთან ასობით ბავშვმა გაიარა საბრძოლო ხელოვნების გაკვეთილები. საუბარია ბერძენ მამაკაცზე, რომელიც ტაე კვონ დოს სპორტული კლუბის მწვრთნელია და 2009-დან 2020 წლამდე მინიმუმ 5 არასრულწლოვანი მოსწავლის გაუპატიურება ედება ბრალად.

წინასწარი ექსპერტიზის შედეგად გაიცა მისი დაკავების ორდერი და სპეციალური დანიშნულების ჯგუფმა გუშინ ხელბორკილები დაადო, პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლსა და ოფისში.

როგორც ირკვევა, თავად 44 წლის მამაკაციც არასრულწლოვანი ბავშვის მამაა და ყოველდღიურად სხვადასხვა ასაკის ბავშვებს ავარჯიშებდა, ძირითადად, არასრულწლოვნებს. აღმოჩნდა, რომ ის სარგებლობდა თავისი პროფესიით, 12-დან 16 წლამდე გოგონებს არწმუნებდა, რომ გაევლოთ ინდივიდუალური წვრთნა მასთან, რათა სპორტულ შეჯიბრებებზე წარმატებისთვის მიეღწიათ.

2009-დან 2020 წლამდე მან მინიმუმ 5 ბავშვთან განახორციელა სექსუალური აქტები როგორც სპორტულ დარბაზში, ასევე, საკუთარ სახლში, სადაც ისინი სხვადასხვა საბაბით მიჰყავდა. ეს ბავშვები ახლა უკვე სწრულწლოვნები არიან.

მწვრთნელის სახლიდან ამოღებულია სამი მობილური ტელეფონი, სამი ლეპტოპი და მეხსიერების ბარათები – ეს ყველაფერი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

onalem

ტესტ