fbpx
საბერძნეთი

საგანგებო პროგნოზი მომდევნო საათებთან დაკავშირებით – ძლიერი წვიმა რამდენიმე რეგიონში

ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო საათებში ამინდი საგრძნობლად უარესდება რამდენიმე რეგიონში და მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. საუბარია ძირითადად ჩრდილოეთ და დასავლეთ პელოპონისოსა და აღმოსავლეთ სტერეაზე.

წვიმიანი ამინდის ფენომენი აქტიური იქნება ხვალაც, ხუთშაბათს:

  1. იონიის ზღვის კუნძულებზე (კერკირას გარდა).
  2. სტერეასა და პელოპონისოში.

ძლიერი ქარი მოსალოდნელია ცენტრალურ საბერძნეთსა და პელოპონისოში, სადაც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

უხვი ნალექია მოსალოდნელი სპორადესის კუნძულებზე, თესალიაში, მაკედონიაში, ხალკიდიკიში, თრაკიში. რაც შეეხება ატიკის რეგიონს, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა, მცირე, პერიოდული წიმა.

onalem

ტესტ