fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ტურიზმი უკვე ზენიტშია: მხოლოდ აპრილის თვეში 2.136.956 მგზავრი დაფიქსირდა

საბერძნეთში 2023 წელს, ტურისტული თვალსაზრისით, დიდი მოლოდინები არსებობს. ტურისტების დიდმა ნაკადმა უკვე გამოიწვია სასტუმროების ჯავშნების გაზრდა, აეროპორტში კი მიმოსვლის ტენდენცია უკვე რეკორდებს ხსნის.

როგორც არსებული სტატისტიკა აჩვენებს, სამგზავრო ტრაფიკმა 2023 წლის მხოლოდ აპრილის თვეში 2.136.956-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 2022 წლის აპრილის თვესთან შედარებით 26,8%-ით მეტია, ამასთანავე, 7,6%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია, იმ მხრივ, რომ ეს კოვიდამდელი პერიოდია, როდესაც მსოფლიოში შეზღუდვები არ არსებობდა.

ზოგადად, 2019 წელთან შედარებით, 2023-ში გაზრდილია როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ფრენების მომხმარებელთა რიცხვი რიცხვი, 15,3% და 4,4%-ით, შესაბამისად.

მთლიანობაში 2023 წლის პირველი ოთხი თვის მანძილზე აეროპორტებში მგზავრების ტრაფიკმა მიაღწია 6,6 მილიონს, რაც 47,5%-ით მეტია, 2022 წელთან შედარებით.

თუკი გადავხედავთ Booking.com-ზე არსებულ სასტუმროებს, კიკლადესის კუნძულებზე შეადრებით შეღავათიანი ფასის მქონე ოთახები აგვისტოს თვეში ხელმისაწვდომი თითქმის არ არის. საბერძნეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ტურისტებისთვის მთელი მსოფლიოდან.

onalem

ტესტ