fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“თავიდანვე ვთქვი, რომ უდანაშაულო ვიყავი” – ირინი მელისაროპულუ ათენში დაბრუნდა

ბედნიერი წუთები ირინისთვის, მისი ოჯახისთვის და ალბათ, მთელი საბერძნეთისთვისაც. გოგონა, რომელიც ჩინეთის ციხეში 17 თვის მანძილზე უსამართლოდ იჯდა, ათენშია!

ირინი მელისაროპულუ, მიტილინიდან, ცხოვრების ახალ ფურცელს შლის მას შემდეგ, რაც ჰონგ კონგის სასამართლოს დაუმტკიცა, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ჩანთით 2.6 კგ კოკაინი გადაჰქონდა.

ის ადვოკატის თანხლებით ათენის საერთაშორისო აეროპორტში გამოჩნდა, სადაც ჟურნალისტებთან ისაუბრა:

“17 თვიანი უსამართლობის შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი. თავიდანვე ვთქვი, რომ უდანაშაულო ვიყავი და ძალიან მიხარია, რომ სასამართლომ გამამართლა. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ მიტილინზე, ოჯახთან დავბრუნდე და ცხოვრება თავიდან დავიწყო,” თქვა ირინიმ.

“დიდი მადლია, აქ ვართ, აეროპორტში. ჩემი მისია დასრულებულია,” განაცხადა საკი კეხაგიოღლუმ.

https://www.facebook.com/protothemagr/videos/342692729785536/

onalem

ტესტ