fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ნატასა ბოფილიუ: “ქუჩაში ერთმა ფაშისტმა შემაფურთხა”

ნატასა ბოფილიუმ ერთ-ერთ ჟურნალს საინტერესო ინტერვიუ მისცა და თავის ახალ შოუზე “Μπελ Ρεβ” ისაუბრა, რომელიც ყოველ შაბათს “Διογένης Studio”-შია წარმოდგენილი. თუმცა, გარდა ამისა, მან დიმიტრი კანელოპულოსთან იმ შემთხვევაზეც ისაუბრა, რომელიც პირადად გადახდა თავს.

– მახსოვს, როგორ ვაჟკაცურად და უკან დახევის გარეშე გაუმკლავდით “ოქროს განთიადს”…

ყველა ჩემი მეგობარი და ნაცნობი მეკითხებოდა, კარგად ვიყავი თუ არა. რა თქმა უნდა, კარგად ვიყავი. მაგრამ ბევრ მუქარას ვიღებდი. მაგალითად, მემუქრებოდნენ სინდაღმაზე ჩამოხრჩობით. ერთხელ ქუჩაში ერთმა ფაშისტმა შემაფურთხა კიდეც.

– ფაშისტმა?

დიახ.

– რა გააკეთეთ?

არ გავნძრეულვარ. ქანდაკებასავით ვიდექი, რადგან ამას არ ველოდი.

– შეგეშინდათ?

არა არ შემშინებია. მაგრამ არა იმიტომ, რომ უშიშარი ვარ, არამედ ღრმა რწმენა მქონდა. როცა ეს მოხდა, სახლიდან მოვდიოდი და ჩემმა მშობლებმა მითხრეს: “ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი შვილი ხარ. რაც უნდა მოხდეს, მნიშვნელობა არ აქვს. შენ შენი ვალი მოიხადე და მათ წინააღმდეგ ისაუბრე. ეს ამად ღირდა.” მათ ჩემთვის არ უთქვამთ, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა ან რაიმე მსგავსი.

onalem

ტესტ