fbpx
საბერძნეთი

“ხვალ, 21:00 საათზე ყველამ მაღლა აიხედეთ, ათენის ცას გავანათებთ” – რას გულისხმობს ნიკოს ხარდალიასი?!

ათენის მაცხოვრებლებს ხვალ, 24 მარტის საღამოს, განსაკუთრებული სიურპრიზი ელით. როგორც ატიკის გუბერნატორმა, ნიკოს ხარდალიასმა განაცხადა, ათენის ცა განათდება და ეს ყველაფერი მიძღვნილი იქნება საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირებისთვის.

“ხვალ, 21:00 საათისთვის ვინც ათენის ცენტრში იქნებით, ყველამ მაღლა აიხედეთ. ათენის ცას გავანათებთ.

განსაკუთრებულად შთამბეჭდავი გზით ვაპირებთ, რომ პატივი მივაგოთ ბერძნებს, რომლებმაც მამაცურად იბრძოლეს და საკუთარი გმირობითა და მსხვერპლშეწირვით ისტორია დაწერეს.

საბერძნეთი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაავრცელა ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზავნილი “რწმენისა და სამშობლოსთვის” – წერს ხარდალიასი.

 

onalem

ტესტ