fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მამაკაცი ექიმს დაესხა თავს, რადგან მის მიერ გამოტანილი დიაგნოზი არ მოეწონა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გრევენაში მოხდა, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. როგორც ირკვევა, მორიგე ექიმს 33 წლის მამაკაცი დაესხა თავს, მიზეზი კი, წარმოუდგენელია.

მედია იუწყება, რომ 33 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა, ექიმმა გასინჯა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მოგვიანებით, დიაგნოზიც დასვა და შეატყობინა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მამაკაცს დიაგნოზი არ მოეწონა და ექიმს ფიზიკურად დაესხა თავს. ადგილზე პოლიცია სწრაფად მობილიზდა და მამაკაცი გააჩერეს, ხოლო შემდეგ პროკურატურაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება ექიმს, დაზიანებების გამო, თავად მოუწია ჰოსპიტალიზირება.

onalem

ტესტ