fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის სასამართლომ 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ქალს, რომელმაც 11 თვის შვილი წყალსაცავში გადაადგო

საბერძნეთის სასამართლომ 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ქალს, რომელმაც საკუთარი შვილი წყალსაცავში ჩააგდო. აღნიშნულმა შემთხვევამ მთელი საბერძნეთი შეძრა, განაჩენი კი, ახლა გამოვიდა.

როგორც ცნობილია, 30 წლის ქალმა ვერიაში საკუთარი 11 თვის შვილი წყალში გადააგდო, სასიკვდილოდ გაიმეტა და შემდეგ ახალი წლის შესახვედრად სასტუმროში წავიდა.

ბერძნულმა სასამართლომ 30 წლის ქალი ერთხმად სცნო ბრალდებულად განზრახ მკვლელობაში და არ გაითვალისწინა არანაირი შემამსუბუქებელი გარემოება, მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და წარსულში ფსიქიატრიულ კლინიკაშიც ოყო მოთავსებული.

ინციდენტი 2023 წლის ბოლოს მოხდა, 11 თვის ბავშვი წყალსაცავში იპოვეს, შემდეგ კი გაირკვა, რომ იქ საკუთარმა დედამ გადააგდო და მას შემდეგ, რაც ახალ წელს შეხვდა და აღნიშნა, მეორე დღეს სახლში ისე დაბრუნდა, ვითომ არაფერი მომხდარიყო.

onalem

ტესტ