fbpx
საბერძნეთი

დახმარება, 250 ევროს ოდენობით სახელმწიფოსგან – შეტყობინება, რომელსაც საბერძნეთში უნდა უფრთხილდეთ

საბერძნეთის საჯარო შემოსავლების დამოუკიდებელი ორგანო, AADE, ავრცელებს გაფრთხილებას, რომელიც ეხება თაღლითობის შემთხვევებს მათი სახელით.

არსებული ინფორმაციით, მოსახლეობას ეგზავნება შეტყობინება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინფლაციიდან და სიძვირიდან გამომდინარე, ეკუთვნით კომპენსაცია 250 ევრო, რომელიც შეუძლიათ მოკლე დროში მიიღონ, თუ შესაბამის ბმულზე გადავლენდა შეავსებენ გარკვეულ მონაცემებს.

ფაქტობრივად, ბმულს გადაჰყავხართ პლატფორმაზე, რომელზეც მოთხოვნილია ΑΦΜ-ის ნომერი, Taxisnet-ის კოდები და ფაქტობრივად, მათი შევსებით გასცემთ ყველა პირად ინფორმაციას, შესაძლოა თაღლითებმა წვდომა მიიღონ ასევე თქვენს საბანკო მონაცემებზე.

ΑΑΔΕ აფრთხილებს მოსახლეობას, თუკი მიიღებენ აღნიშნული შინაარსის შეტყობინებას, დაუყოვნებლივ წაშალონ ის.

onalem

ტესტ