fbpx
საბერძნეთი

ათენის “დიდი გასეირნების” მოპირკეთება უკან იხევს – რა ცვლილებები შეიტანა ბაკოიანიმ?!

ათენის “დიდი გასეირნების” მოპირკეთების საქმეში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის და კოსტას ბაკოიანიმ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ათენის ცენტრში დიდ პრობლემებს წააწყდა. როგორც ირკვევა, საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა მანქანების სავალი ნაწილის შევიწროვებას, რაც პირდაპირ ქმნის გრძელ საცობებს.

კერძოდ, ბაკოიანისის მიერ შეტანილი ცვლილების მიხედვით, მთელ რიგ გზებზე შენარჩუნდება მანქანების თავისუფალი გადაადგილება, რაც ადრეული გეგმის მიხედვით აკრძალული იქნებოდა. საუბარია ძირითადად ერმუსა და ათინას ქუჩებზე. ასევე, კომერციული სამკუთხედის ტერიტორიაზე მდებარე ქუჩებზე, სადაც ხშირად ხდება გადაადგილება (პესმაზოღლუ, ევრიპიდუ და ა.შ.)

ასევე, მერია იზრუნებს, რომ მარტივად მოხდეს ტურისტული ავტობუსების შესვლა-გასვლა.

“დიდმა გასეირნებამ” ათენს სახე უკვე უცვალა და ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს ქალაქისთვის.

 

onalem

ტესტ