fbpx
საბერძნეთი

მძიმე აგვისტო საბერძნეთში – რა არის ყველაზე უარესი სცენარი, რომელსაც პროგნოზირებენ?!

ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც საბერძნეთში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდება, ექსპერტთა საბჭოს წევრებს შორის პესიმიზმი შეინიშნება. პროფესორთა უმეტესობა ამბობს, რომ მეოთხე ტალღა იწყება, რომელიც ყველა აუცრელს დააინფიცირებს და ეს ყველაფერი აგვისტოს თვეშია მოსალოდნელი.

ყველაზე უარესი სცენარი რაც განიხილება, არის 6.000 შემთხვევა დღეში, ხოლო დამაკმაყოფილებელ შემთხვევაში ზაფხულის ბოლოს დღეში 4.000 ინფიცირებულს ვიხილავთ.

“მეოთხე ტალღა ემუქრებათ აუცრელ პირებს. მათემატიკურად რიმ ვიმსჯელოთ, როდესაც ინფიცირებული ბავშვი სახლში ბრუნდება, ის ოჯახის ყველა წევრს დააინფიცირებს. ყველა ნათესავი, რომელიც მასთან რამდენიმე წუთს გაატარებს, დაავადდება.

აგვისტოში ყოველდღე სულ მცირე 3.000 შემთხვევას ვიხილავთ, თუმცა, ეს ყველაზე კარგ, საუკეთესო ვარიანტში, რადგან მოლოდინები გაცილებით უარესია. მეოთხე ტალღის დარტყმის თავიდან ასაცილებლად უნდა გავაძლიეროთ თავდაცვის ზომები და რაც მთავარია, დავაჩქაროთ ვაქცინაცია, რომ იმუნიტეტის კედელი აშენდეს,” აცხადებს პროფესორი, ნიკოს ძანაკი.

onalem

ტესტ