fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ფეხებთან ჩართული ფენი დავუტოვე, რომ გამთბარიყო” – ვარკიზაში დამწვარი ჩვილის დედა

ვარკიზაში გარდაცვლილი 13 თვის გოგონას დედა პროკურორის წინაშე წარსდგა. კითხვაზე, თუ რატომ დატოვა მან შუაღამით მცირეწლოვანი სახლში მარტო, უპასუხა, რომ იმედი ჰქონდა ტაქსის მძღოლი მიხედავდა, რომელთანაც გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა.

ასევე აღნიშნა შოკისმომგვრელი ფაქტიც, რომ ბავშვის ფეხებთან ჩართული ფენი დატოვა, რათა გამთბარიყო. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ხანძრის მიზეზი და ბავშვი საკუთარ საწოლში, ცოცხლად დაიწვა.

თავის მხრივ, ტაქსის მძღოლი აცხადებს, რომ მან სახლი ერთი თვის წინ დატოვა და ქალმა ახალი ურთიერთობა დაიწყო. ასევე ამბობს, რომ მისი ცხოვრების წესი არ მოსწონდა.

აღსანიშნავია, რომ ქალს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და სამეზობლოსთვის მისი ინტიმური ცხოვრების გარკვეული დეტალები ცნობილი იყო. ამას გარდა, მას 5 წლის წინ მეორე შვილი ორი წლის ასაკში დაეღუპა. კითხვაზე, თუ რა გახდა ბავშვის სიკვდილის მიზეზი, თქვა, რომ მას იშვიათი დაავადება ჰქონდა, რომელიც მილიონში მხოლოდ ერთს ემართება. თუმცა, სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მისი მეორე შვილი სიცივის ან შიმშილის გამო დაიღუპა.

onalem

ტესტ