fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: როგორ გადადიან ბავშვები საბაგიროთი 10 მეტრი სიღრმის მდინარის თავზე სკოლიდან სახლში დასაბრუნებლად

შესაძლოა 2023 წელს ეს კადრები წარმოუდგენლად გვეჩვენებოდეს, მაგრამ საბერძნეთში, კერძოდ ეტოლოაკარნანიაში, ბავშვების სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება, როდესაც ისინი უბრალოდ სკოლიდან სახლში დაბრუნებას ცდილობენ.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბავშვები საბაგიროს იყენებენ იმისთვის, რომ ადიდებული მდინარე გადალახონ, რადგან თერმოში ჩამოწოლილი მეწყერის გამო სოფლებთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა. თერმოს მერი ტელეკომპანია OPEN-თან საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწვეტილება თავად მშობლებმა მიიღეს.

იმის ნაცვლად, რომ მიმდინარე ვითარება მერიისთვის შეეტყობინებინათ და ბავშვებისთვის სასტუმროში გამოენახათ ნომრები, დროებით განსათავსებლად, მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ შვილები აღნიშნული საბაგიროთი გადაეგზავნათ მდინარის მეორე მხარეს, რომლის სიღრმეც, უხვი ნალექის გამო, 10 მეტრს აღწევს.

მერის მტკიცებით, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მსგავსი რამ ხდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებდნენ.

onalem

ტესტ