fbpx
საბერძნეთი

ბერძენი მამაკაცი 250.000 ევროთი დაჯარიმდა, რადგან ახალშობილი ლეკვები ტყეში მიატოვა

72 წლის მამაკაცს საკუთარი ქმედება ძალიან ძვირად დაუჯდა. მან ამალიადაში, კერძოდ, მარათიას ტყეში, ახალშობილი ლეკვები ბედის ანაბარა მიატოვა, ამის გამო კი, 250.000 ევროთი დაჯარიმდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა 8 ლეკვი და მათი დედა თავისი ფურგონით გადაიყვანა ტყეში და იქ დატოვა. ეს ყველაფერი ერთ-ერთმა ადგილობრივმა შენიშნა, პოლიციაში განაცხადა და ოფიცრებმა იპოვეს როგორც ლეკვები და მათი დედა, ასევე 72 წლის ბერძენი, რომელიც დააკავეს.

ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის მუხლით გათვალისწინებულმა ჯარიმამ, 8 ლეკვისა და მათი დედის შემთხვევაში 250.000 ევროს მიაღწია და მოხუცს ამ თანხის გადახდა მოუწევს.

როგორც ირკვევა, ძაღლსა და მის 8 ლეკვს ილიდას თავშესაფარი უმასპინძლებს.

onalem

ტესტ