fbpx
საბერძნეთი

პროფესორი, ილიას მოსიალო ანტივაქსერებს დასცინის: “არ ენდოთ I phone 13-ს, ის ხომ ასე მალე შეიქმნა”

ჯანდაცვის პოლიტიკის პროფესორი, ილიას მოსიალო სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, რომლითაც ის ვაქცინის მოწინააღმდეგეებს დასცინის, თუმცა, ამას ირიბი გზით აკეთებს და ახსენებს I Phone 13-ს, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა.

“არ იყიდოთ I Phone 13!

მათ ის მხოლოდ 1 წელიწადში შექმნეს, პირველი I phone-ს შექმნას კი, მილიარდობით წელი დასჭირდა. როგორ ვენდოთ I Phone-ს, რომელიც ასე სწრაფად შეიქმნა?!” – წერს პროფესორი.

ფაქტობრივად, ის ირიბად ეხება აზრს, რომ ვინაიდან ვაქცინა 1 წელიწადში შეიქმნა, ის ვერ იქნება სანდო. სამწუხაროდ, მოსიალომ პოსტს დაკომენტარების ფუნქცია გაუთიშა და საზოგადოებას ამ შედარების ადეკვატურობაზე აზრის გამოხატვის ნება შეეზღუდა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს თავად პროფესორის სიტყვები არ არის, არამედ სხვა ადამიანისგან აქვს გაზიარებული, თუმცა, ცხადია ეთანხმება მათ.

 

 

onalem

ტესტ