fbpx
პოლიტიკა

გამოცხადდება თუ არა კარანტინი?! კითხვას საბერძნეთის მთავრობის სპიკერი პასუხობს

ბოლო დღეების მანძილზე პროფესორთა მიერ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ საბერძნეთში, განსაკუთრებით თესალონიკსა და მის გარშემო რეგიონებში, მძიმე ეპიდმდგომარეობა ზომების გამკაცრებას ან უკიდურეს შემთხვევაში, კარანტინის დაწესებას მოითხოვს.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საბერძნეთის მთავრობის სპიკერი, იანის იკონომუ, რომელმაც უპასუხა კითხვას, ისევ მოხდება თუ არა დაბლოკვა კონკრეტულ ტერიტორიებზე.

“ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ სალონიკში, სადაც შეხვედრები გამართეს, ადგილზე არსებული მდგომარეობის შესასწავლად. ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვდგავართ დაბლოკვის წინაშე და მთავრობის დღის წესრიგში არ დგას კარანტინის გამოცხადების საკითხი. საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ გარკვეული ზომები დაწესდება.

ტერიტორიები, რომლებსაც ჩვენი წარმომადგენლები ეწვივნენ, გამოირჩევიან ვაქცინაციის განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებლით. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა სტიმულირება და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება. მოსახლეობას გამოფხიზლებისკენ მოვუწოდებთ,” განაცხადა იკონომუმ.

onalem

ტესტ