fbpx
ფინანსები

დახმარების ახალი პაკეტები საბერძნეთის მოსახლეობას მთავრობისგან უახლოეს მომავალში

სამთავრობო წყაროების ინფორმაციით, სულ მალე საბერძნეთის მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილი კიდევ დამატებითი შეღავათებით სარგებლობას შეძლებს. პაკეტების კონკრეტული შინაარსი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს ბიუჯეტი დაიხურება და განისაზღვრება, თუ ზუსტად რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი.

არსებული ცნობებით, საკმაოდ რეალისტურად ფასდება დახმარების პაკეტები, რომელთათვისაც 500-600 მილიონი ევრო იქნება განსაზღვრული. ამის შესახებ თავად ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს და დასძენს, რომ ბუნებრივი აირის ამჟამინდელი ფასების მიხედვით, ფისკალური სივრცე შესაძლებელია იყოს წელიწადში 700 მილიონი ევრო.

მთავრობის მიზანია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, რომელიც სიძვირის გამო ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, დააწესოს დამატებითი დახმარებები და შეღავათები, იქნება ეს უშუალოდ თანხის გაცემა თუ კონკრეტულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების კლება.

დეტალური ინფორმაცია, თუ რა სახის დახმარებით ვისარგებლებთ. თებერვლის თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ