fbpx
საბერძნეთი

ბერძნული პასპორტი მსოფლიოში 10 ყველაზე ძლიერ პასპორტთა სიაში

Henley Passport Index-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერ პასპორტებს ეხება, ბერძნული პასპორტი პირველ ათეულშია.

საბერძნეთის მოქალაქეები, უვიზოდ მოგზაურობის თვალსაზრისით, მე-8 ადგილს იკავებენ, კანადასთან, ავსტრალიასა და მალტასთან ერთად და შეუძლიათ პირდაპირ, ყოველგვარი სავიზო პროცედურების გარეშე იმოგზაურონ მსოფლიოს 185 ქვეყანაში.

ყველაზე ძლიერ პასპორტად ითვლება იაპონიის პასპორტი, რომლის მფლობელებსაც 193 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ, ხოლო ყველაზე “უარეს” ადგილას აღმოჩნდა ავღანეთი, რომელიც სიაში 109-ე ადგილს იკავებს.

onalem

ტესტ