fbpx
საზოგადოება

“მამაჩემმა დედაჩემი დაჭრა, ჩემს თვალწინ ცდილობდა მის მოკვლას” – ზინა კუცელინის შოკისმომგვრელი აღიარება

ცნობილი ტელეწამყვანი, ზინა კუცელინი, გრიგორის არნაუტოღლუს გადაცემაში იყო მიწვეული და პირველად ისაუბრა მისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე, რომელიც მის ოჯახს შეეხება. როგორც კუცელინიმ თქვა, მისი მამა ალკოჰოლიკი იყო და მუდმივად ძალადობდა დედამისზე.

“ამ ყველაფერს პირველად ვიტყვი.. ცხონებულმა მამაჩემმა დედაჩემი დაჭრა. მე პატარა ბავშვი ვიყავი, რომელიც მას შარვალზე ექაჩებოდა, რადგან დედაჩემს კლავდა, ჩემს თვალწინ. მე თვითონ წავიყვანე პოლიციაში, დედაჩემმა დაჭრის შემდეგ საავადმყოფოში 3 დღე გაატარა.

განა სამეზობლომ არ იცოდა, რომ მამაჩემი დედაჩემზე ძალადობდა?! რამდენჯერ გამიტარებია ღამე მეზობლების სახლში, რამდენ იატაკზე დამიძინია… ვინ საუბრობდა ამაზე?! არავინ!

არ არსებობს გამოსავალი, რადგან ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან, არ არიან ზინას მსგავსი, არ იციან, რას ნიშნავს, იყო ბავშვი, რომელიც ქუჩაშია, არ იციან, რას ნიშნავს, იყო ძალადობის მსხვერპლი დედა,” ამბობს ზინა.

onalem

ტესტ