fbpx
ფინანსები

საბერძნეთი: რამდენი ევროს გადახდა შეგვიძლია ამიერიდან ბარათით ყოველდღე?!

საბერძნეთის საბანკო ასოციაცია ავრცელებს განცხადებას, რომ ბარათით გადახდის წესებთან დაკავშირებით მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები.

კერძოდ, ამ დრომდე ბარათით გადახდა, პინ კოდის გარეშე, შესაძლებელი იყო მხოლოდ 25 ევრომდე შენაძენის შემთხვევაში, თუმცა, 30 მარტიდან, ანუ ორშაბათიდან, 31 მაისის ჩათვლით შესაძლებელია პინ კოდის გარეშე გადაიხადოთ 50 ევრომდე შენაძენის შემთხვევაში.

აღნიშნული ზომები მიღებულია იმისთვის, რომ მოხდეს კლიენტსა და აპარატს შორის უშუალო კონტაქტის მაქსიმალურად შემცირება. ანუ თუკი შევიძენთ 50 ევროს პროდუქციას, შესაძლებელი იქნება გადავიხადოთ აპარატზე პინ კოდის შეყვანის გარეშე, უბრალოდ მისი ზედ დადებით.

 

onalem

ტესტ