fbpx
ფინანსები

როდის ჩაერიცხება სააღდგომო საჩუქარი საბერძნეთში მოსახლეობას?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში სააღდგომო საჩუქარი მოსახლეობამ მიმდინარე თვეში უნდა მიიღოს.

როგორც საბერძნეთის მთავრობა აცხადებდა, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ყველა ადამიანი, რომელსაც ეკუთვნოდა სააღდგომო საჩუქარი, აუცილებლად მიიღებდა მას, 800 ევროიანი დახმარების პარალელურად. დახმარება, 800 ევროს სახით, უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, (ანუ მათ, ვისი სამსახურიც დაიკეტა ან შეუმცირდათ შემოსავლები) მიიღეს აპრილის თვეში, თუმცა, სააღდგომო საჩუქრის გადახდა მოხდება 30 ივნისამდე.

თანამშრომლებს სააღდგომო საჩუქარი უნდა ჩაერიცხოს სრულად, მათი ხელფასის რაოდენობის შესაბამისად.

სახელფასო დანამატის დათვლა იწყება კონკრეტული პერიოდის მიხედვით, რომელიც მოიცავს დღეებს 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით. შესაბამისად, თუკი თანამშრომელი მთლიან ამ პერიოდში მუშაობდა და ხელფასი თვიურად ეხდებოდა, უფლება აქვს მიიღოს ხელფასის 50% ზედმეტად. ხოლო მათ, ვინც ხელფასს კვირის ბოლოს იღებს, უფლება აქვთ მიიღონ 15 დღის ხელფასი ზედმეტად.

ამ პერიოდში, შესაძლოა თანამშრომლები არ მუშაობდნენ მარტისა და აპრილის თვეში, პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ფაქტი გავლენას არ მოახდენს თანხის რაოდენობაზე.

დეტალების დასაზუსტებლად მიმართეთ პირად ბუღალტერს.

onalem

ტესტ