fbpx
კრიმინალი

მჟავა შეასხა, შემდეგ ტაქსისტს დაურეკა და ადგილიდან წავიდა – რას მიაგნო საბერძნეთის პოლიციამ?!

ექსკლუზიური ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციას თავდამსხმელი ქალის ხმის ჩანაწერი აქვს. არქივიდან ამოიღეს მასალა, თუ როგორ რეკავს ის ტაქსისტთან რათა წაიყვანოს იმ ადგილიდან, სადაც 34 წლის იოანა პაპასპირუს სახეში მჟავა შეასხა.

მობილური კომუნიკაციის კომპანიებიდან ამოღებული ნიმუშები გამოიძიებისთვის უდიდესი ხელჩასაჭიდი აღმოჩნდა და როგორც ამბობენ, სასტიკი დამნაშავის დაკავება მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.

პოლიციამ ასევე მიაგნო ტაქსის მძღოლს, რომელმაც ქალი თისეოს ქუჩიდან დანაშაულის ჩადენის შემდეგ აიყვანა.

პოლიციაში გამოძახებულები არიან იოანა პაპასპირუს ყოფილი მეორე ნახევარი და მისი ერთ-ერთი ახლო მეგობარი. როგორც ირკვევა, იოანა შეყვარებულს ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე დაშორდა, რადგან როგორც მამაკაცი ამბობს, მის ტელეფონში საეჭვო მიმოწერა იპოვა და ამის გამო იჩხუბეს. ხოლო მეორე მამაკაცთან ერთად, რომელიც მისი მეგობარია, უახლოეს წარსულში მოგზაურობაში იყო წასული.

ტელეკომპანია Star-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე მინიმუმ 25 ადამიანია დაკითხული.

 

onalem

ტესტ