fbpx
კრიმინალისაზოგადოება

კოლონაკში მდებარე ცნობილი კაფე ელექტროენერგიას იპარავდა

კოლონაკში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაფეტერიის ხელმძღვანელი სამშაბათს, შუადღეს დააკავეს და პროკურორთან წარადგინეს.

პოლიციის განცხადებით, კაფე არაკანონიერად მოიხმარდა ელექტროენერგიას. გამოძიების შედეგებმა აჩვენა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რეალურად დახარჯული დენის მხოლოდ 1/3 იყო გადახდილი.

პოლიციის თანამშრომლებმა ეძებეს მეპატრონე, მაგრამ, რადგანაც მის კვალს ვერ მიაგნეს, დააკავეს ხელმძღვანელი, რომელიც კაფეტერიას განაგებდა. იგი პროკურატურაში წარადგინეს, ხოლო მის სახელზე საქმე თაღლითობის ბრალდებით აღიძრა.

ახლა გამოსაძიებელია, თუ რამდენი ხნის განმავლობაში “იპარავდა” კაფე ელექტროენერგიას და რა გზებით ახერხებდა ამის გაკეთებას.

onalem

ტესტ