fbpx
საბერძნეთიფინანსები

2023 წლის 1 აპრილიდან, ხელფასთან ერთად, იზრდება ფულადი დახმარების ოდენობა უმუშევრებისთვის 462 ევრომდე

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა 2023 წლის 1-ლი აპრილიდან, მინიმალური ხელფასის ზრდასთან ერთად, საბერძნეთში გაიზარდოს დახმარებების ლიმიტიც, რომელიც აქამდე არსებობდა. საუბარია სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებებზე, რომელთაც ბენეფიციარები კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შედეგად იღებენ.

კერძოდ, როგორც უკვე ცნობილია, მინიმალური ხელფასი, სავარაუდოდ, აიწევს 770 ან 780 ევრომდე (ამ დრომდე 713 ევროა). პარალელურად, იგეგმება, რომ უმუშევრობის დახმარებაც გაიზარდოს და გახდეს 462 ევრო (ამ დრომდე 438 ევროა).

კერძოდ, ფინანსური დახმარებები, რომელთა გაზრდაც მოსალოდნელია, არის:

უმუშევრობის შემწეობა
სპეციალური დახმარება უმუშევრობის რეესტრში სამთვიანი ყოფნის შემდეგ
სპეციალური სეზონური დახმარებები
მშობლის სპეციალური დახმარება
ნამუშევარი დღეების ხელფასი, რომელსაც თანამშრომელი იღებს იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი გადახდისუუნაროდ ითვლება.

2023 წლის 1-ელ აპრილამდე თითოეულ შემთხვევაში თანხების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გავრცელდება.

onalem

ტესტ