fbpx
საბერძნეთი

მომდევნო კვირიდან საბერძნეთში ძვირდება 300-სზე მეტი პროდუქტი – ნახეთ, რაზეა საუბარი?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან საბერძნეთში 300-სზე მეტი პროდუქტის საფასური იზრდება.

როგორც ირკვევა, მომდევნო კვირიდან ივნისის შუა რიცხვებამდე მოსალოდნელია ფასების ეტაპობრივი ზრდა, რომელმაც შესაძლოა 50%-ს გადააჭარბოს.

მედია იუწყება, რომ ფასები იზრდება კონკრეტულ დასახელებებზე და არა ჩამოთვლილი პროდუქტების ყველა კატეგორიებზე. აღნიშნული მოვლენა ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სერიოზული პრობლემების გამომწვევი შეიძლება გახდეს.

იხილეთ სია, თუ რომელ პროდუქტებზე და რამდენ %-იანი ზრდაა მოსალოდნელი:

საკანცელარიო ნივთები 15% -25%,
მარგარინი – 20%
ზეითუნის ზეთი – 20%,
სიმინდის ზეთი – 10% -18%,
კრუასანი – 9% -20%,
ყველი – 4% -17%,
პური – 8%,
მჟავე წყალი – 16%-მდე,
ფილტრის ყავა, 17%,
ბერძნული ყავა 13%,
მზა კერძები 5% -13%,
ნატურალური წვენები და ჩაი 2.5% -12%,
გაყინული კარტოფილი 10%,
რძე 5% -9%,
ნამცხვრები 8%,
სარეცხი საშუალებები 5% -8%,
იოგურტი 6% -7%,
კარაქი 5% – 6%,
სალათები 6%,
შამპუნი 6%,
ღვინოები 4% – 6%,
მარილი, 5%,
მარცვლეული 5%,
კვერცხი 4,5%.

onalem

ტესტ