fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი შეზღუდვების გარეშე! 5 ულამაზესი კუნძული განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ

ბრიტანული გამოცემა, Metro UK, ბრიტანელებს აუწყებს, რომ მაისიდან საბერძნეთს სრულიად თავისუფლად, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ ესტუმრონ.

სტატიის ავტორი, რომელიც კონკრეტულად საბერძნეთს ეხება, მოუწოდებს მილიონობით მკითხველს, რომ უპირატესობა მიანიჭონ ნაკლებად პოპულარულ კუნძულებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ხარისხიან მომსახურებას და აქცენს აკეთებს 5 მიმართულებაზე.

კერძოდ, რომელია კუნძულები, რომლებზეც 2022 წელს მოგზაურობის რეკომენდაცია გაიცემა:

სკოპელოს

პაქსი

ნაქსოს

იკარია

სიფნოს.

პირველ ადგილზე არის სკოპელო, რომელიც თავისი სიმწვანითა და სანაპიროებით ნებისმიერ ვიზიტორს მოაჯადოვებს, შემდეგ მოდის პაქსი, რომელიც იონიის ზღვის ლაჟვარდოვანი სანაპიროებით არის სავსე და ზღაპრულ გარემოში აღმოჩნდებით. რაც შეეხება ნაქსოს, აღწერაც არ სჭირდება კიკლადესის კუნძულების გიგანტს, რომელიც გრძელი, ფართო სანაპიროებით არის გარშემორტყმული და გამოირჩევა ისტორიული ძეგლებითა და თვალწარმტაცი სოფლებით. იკარია იდეალურია ბუნების მოყვარულთათვის – ეს ხომ ის კუნძულია, სადაც ხალხი ყველაზე დიდხანს ცოცხლობს, საოცარი ბუნებრივი პირობების გამო, ხოლო სიფნოსი უნიკალურ გამოცდილებას გთავაზობთ: გასტორნომიას, ეკლესიებსა და ადგილობრივ კერამიკას.

onalem

ტესტ