fbpx
საბერძნეთი

რატომ არ გვიგზავნის სახელმწიფო მობილურებზე ევაკუაციის შესახებ შეტყობინებას?

როგორ შეიძლება სამოქალაქო დაცვის სამსახურმა დაიცვას მოქალაქეები მოსალოდნელი ხანძრისგან დასახლებულ ადგილებში? ევაკუაციის საჭიროებასთან დაკავშირებული დროული შეტყობინებით.

ამის გაკეთება მარტივად შესაძლებელია ჯგუფური შეტყობინებების გაგზავნით მობილურის მფლობელებთან, მათი ნომრების გამოწერით, შესაბამისი პლატფორმის მეშვეობით და მათი სიგნალის გამტარობით, გეოგრაფიული ადგილის იდენტიფიცირებით. სხვა ქვეყნებში ასე ხდება. ჩვენთან რატომ არა?

2006 წელს, ამერიკაში, ქარიშხალ კატრინას შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებული გაფრთხილების სისტემები შემუშავდა SMS- ის მეშვეობით, რომელიც იგზავნება ცენტრალიზებული ევაკუაციის გეგმის შესაბამისი სამოქალაქო დაცვის სამსახურის მიერ, რითაც მობილური ტელეფონების მეშვეობით მოქალაქეები ინფორმირებულნი არიან თუ სად, როგორ და რა სიტუაციაში არიან.

ევროკომისიამ 11 თებერვალი “ევროპის 112-ის დღედ” გამოაცხადა, რადგან ამ დღეს ჩამოყალიბდა ევროპული საგანგებო ნომერი 112 (11/2). ყოველწლიურად იხსენებენ, რომ ევროპელმა მოქალაქეებმა ამ რიცხვის მნიშვნელობა გაიგონ, რადგან, როგორც ჩანს, ისინი უგულებელყოფენ მის არსებობას.

საბერძნეთში ჩვენ ყოველ 11 თებერვალს აღვნიშნავთ, თუმცა ხაზი ნაკლებად მუშაობს, ევროპული კომისია კი ‘’გვქოქავს’’ ქვეყნის მოქალაქეების დაცვის ნაკლებობის გამო და დღეს, ახლანდელი პოლიტიკოსები ადრინდელებს აბრალებენ ამ განუკითხაობას, როგორც ეს ყოველთვის ხდება.

onalem

ტესტ