fbpx
საბერძნეთი

რაფინას პორტში გემის 734 მგზავრი უკვე 13 საათია ბორტზეა მომწყვდეული და გამოსავალი არ ჩანს

როგორც უკვე ცნობილია, დღეს დილით რაფინას პორტში სამი გემის ღუზა ერთმანეთში გადაიხლართა, რის შედეგადაც ორი მათგანი ერთმანეთს მსუბუქად დაეჯახა, ხოლო ერთ-ერთის ღუზამ მეორის პროპელერი დააზიანა. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს გემი ნაპირისგან მოშორებით დგას წყალში.

Fast Ferries გემის 734 მგზავრი უკვე 13 საათია, რაც ბორტზე იმყოფება და არსად წასვლა არ შეუძლიათ, რადგან გემი ვერ მოძრაობს. ერთადერთი, რაც მათ შესთავაზეს, არის, რომ შეუძლიათ აიღონ გემის კაფე-ბარიდან ყველაფერი, რაც სურთ, სრულიად უფასოდ, მაგრამ ჩანს, რომ მგზავრების ნერვებს ეს არ ამშვიდებს.

ამ დრომდე ჯერჯერობით ვერ მოინახა გამოსავალი, რა უნდა გააკეთონ გემთან დაკავშირებით და როგორ მიუახლოვდება ის ბაქანს, რომ ხალხმა ხმელეთზე გადასვლა შეძლოს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე დილიდან 6-7 ბალიანი ქარი ქრის. როგორც პორტის წარმომადგენლობა იუწყება, სამუშაოები მიმდინარეობს და პირველ ეტაპზე მგზავრების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, სწორედ ამიტომ ჭიანურდება პროცესი.

onalem

ტესტ