fbpx
საბერძნეთი

დრამატული წუთები ლარისასა და მაგნისიაში – დატბორილია 30-ზე მეტი დასახლება, ჯარმა 1,600 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა

ამჟამინდელი ინფორმაციით, საბერძნეთში დატბორილი დასახლებების რაოდენობა 30-ს უდრის. საუბარია იმ სოფლებსა და ქალაქებზე, რომლებშიც გაიგზავნა 112-დან შეტყობინება, რომ დაუყოვნებლივ მომხდარიყო ევაკუაცია.

სპეციალურ ოპერაციებში მონაწილეობს ჯარიც, შეიარაღებულმა ძალებმა სტიქიის ზონებიდან გამოიყვანეს 1,600 ადამიანი. ამ ხალხმა დაკარგა ყველაფერი, სახლებიდან უმეტესობა გამოვიდა ისე, როგორც იმ წუთისთვის იყო ჩაცმული და მეტი არაფერი გააჩნიათ. იმ ტერიტორიებზე კი, სადაც წყალი არც ისე დიდ სიმაღლეზეა, ხალხი სახლების გაწმენდას ცდილობს, მაგრამ ცხადია, რომ უმეტესი ნივთები გადასაყრელია.

მეორე საკითხია ისიც, რომ ტალახი, რომელიც წვიმას მოჰყვა და სახლებში შევარდა, სავსეა ბაქტერიებითა და სხვადასხვა ნივთიერებებით, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

ნახეთ, როგორ ხდება გადაადგილება იმ უბნებშიც კი, სადაც ჩვეულებრივი კორპუსები დგას.

onalem

ტესტ