fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: როგორ ანაზღაურდება, თუ 18 მარტს, “სუფთა ორშაბათს” ვიმუშავებთ?!

როგორც ბერძნული მედია იუწყება, წელს “სუფთა ორშაბათი” 18 მარტს უწევს და საინტერესოა, როგორია რეგულაციები სამსახურთან დაკავშირებით, ვისთვის არის ოფიციალურად დასვენება და ვისთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღე.

როგორც ირკვევა, “სუფთა ორშაბათი” კერძო სექტორისთვის არ არის ოფიციალურად უქმე დღე, აქედან გამომდინარე, თუ თანამშრომლები ამ დღეს სამსახურებში არ გამოცხადდებიან, დამსაქმებლები ვალდებულნი არ არიან, რომ ანაზრაურება გადაუხადონ.

თუმცა, გამონაკლისს წარმოადგენენ შემთხვევები, როდესაც კონკრეტული კომპანიების შიდა პოლიტიკის მიხედვით, აღნიშნული დღე არის ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადებული. ეს განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით და ასევე, დამოკიდებულია ქვეყნის კონკრეტულ რეგიონში არსებულ პოლიტიკაზე, უქმე დღეებთან დაკავშირებით.

ასეთ შემთხვევებში, მიუხედავად იმისა, გამოცხადდება თუ არა თანამშრომელი სამსახურში, ჩვეულებრივად გადაეხდება კუთვნილი ხელფასი. ფაქტობრივად, აღნიშნული დამოკიდებულია დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებულ შეთანხმებაზე, იქნება ეს სიტყვიერი თუ წერილობითი.

რაც შეეხება იმ დაწესებულებებს, რომლებიც დაკეტილია “სუფთა ორშაბათს”, დამსაქმებლებს ასევე არ აქვთ თანხის გადახდის ვალდებულება.

ოფიციალურად უქმე დღეები 18 მარტის შემდეგ:

25 მარტი
1-ლი მაისი

2024 წლის აღდგომა:

წითელი პარასკევი – 3 მაისი (შესაძლოა კონკრეტულმა დაწესებულებებმა იმუშაონ 13:00 საათის შემდეგ)
დიდი შაბათი – 4 მაისი
აღდგომის კვირა – 5 მაისი
აღდგომის ორშაბათი – 6 მაისი.

სულიწმინდის დღე – 24 ივნისი
ღვთისმშობლობა – 15 აგვისტო
“ოხის დღე” – 28 ოქტომბერი

შემდეგ კვლავ 25 და 26 დეკემბერი.

onalem

ტესტ