fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ექიმებს საკეისრო კვეთის შემდეგ ქალის მუცელში ბინტები ჩარჩათ – ინციდენტი კინაღამ ტრაგედიით დასრულდა

ბერძნული მედია შოკისმომგვრელი შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც კრეტაზე მოხდა და კინაღამ ტრაგედიით დასრულდა. როგორც ირკვევა, ქალბატონს მუცლის არეში ბინტები ჰქონდა ჩარჩენილი და დაახლოებით 10 დღის მანძილზე გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა.

უფრო კონკრეტულად, ქალმა საკეისრო კვეთით იმშობიარა და მას შემდეგ, რაც ბავშვი ამ ქვეყანას მოევლინა, ექიმებმა ნაკერები დაადეს ისე, რომ არ მიაქციეს ყურადღება ბინტებს, რომლებიც მუცლის არეში ჰქონდათ სისხლდენის გამო ჩადებული. ახალგაზრდა ქალი სახლში გაწერეს და პირველივე დღეს სხეულის ტემპერატურამ აუწია, დაახლოებით 39-40 გრადუსამდე, შემდეგ ექიმს გაესაუბრა და ანტიბიოტიკებს იღებდა.

გამომდინარე იქიდან, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ექიმს კიდევ ერთხელ მიმართა და მას შემდეგ, რაც რენტგენი გადაიღო, აღმოაჩნდა ბინტები მუცლის არეში, რომელიც სასწრაფოდ უნდა ამოეღოთ, ვინაიდან სხვანაირად შეიძლებოდა ფატალურად დასრულებულიყო ეს ისტორია.

როგორც ექიმები ამბობენ, ქალს ოპერაცია დროულად რომ არ ჩატარებოდა, სავალალო შედეგი დადგებოდა.

ამ დრომდე უცნობია, აპირებს თუ არა ქალბატონი, რომ ექიმების წინააღმდეგ კანონის ძალით იმოქმედოს

onalem

ტესტ