fbpx
პოზიტივი

საბერძნეთი: გიროს 8,5 კილოგრამიანი თაიგული, რომელიც ვალენტინობის დღის განსაკუთრებული საჩუქარია

დღეს ვალენტინობის დღესასწაულია და შესაძლოა ადამიანების უმეტესობა ყვავილებითა და სხვადასხვა საჩუქრებით ცდილობს მეორე ნახევრების გახარებას, მაგრამ კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში მდებარე სასუვლაკე სრულიად განსხვავებულ იდეას გვთავაზობს.

14 თებერვლისთვის სასუვლაკე ამზადებს 8,5 კილოგრამიამ გიროს, რომელიც ერთგვარი “თაიგულია” და გურმანებისთვის შესაძლოა საუკეთესო საჩუქარი აღმოჩნდეს დღევანდელ დღეს.

როგორც ირკვევა, ეს არ არის პირველი შემთხვევა და კვების აღნიშნული ობიექტი უკვე რამდენიმე წელია მისდევს ამ ტრადიციას, ამასთან ერთად, ამაყობს, რომ გირო არის გემოსა და ესთეტიკის უნიკალური კომბინაცია. შესაბამისად, ვისაც სურს, რომ ორიგინალური იყოს, მეორე ნახევარს სრულიად განსხვავებული საჩუქარი გაუკეთოს, შეუძლია, რომ 8,5 კილოგრამიანი გირო მიართვას.

onalem

ტესტ