fbpx
საზოგადოება

იარაღი მარია კარნესის თვალზე მიადო და გაისროლა – ის იყო 76 წლის მამაკაცის მთავარი სამიზნე

გლიფადაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით თვითმხილველები მედიასთან საუბრობენ და აღწერენ იმ შოკისმომგვრელ წუთებს, როცა დაინახეს, როგორ მივიდა 76 წლის არი შენობაში იარაღით და მისი მიზნები ცალსახა იყო. როგორც მანქანების სადგომზე მყოფი ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, ეგვიპტელი მამაკაცი შენობის ზედა სართულებზე ასვლის დროს ამბობდა, რომ თანამშრომლებს არაფერს დაუშავებდა, მხოლოდ უფროსებთან ჰქონდა გარკვეული დეტალები გასარკვევი და ანგარიშსოწრებას აპირებდა.

“დავინახე, რაც ხელში ეჭირა და მივხვდი, რომ იარაღი იყო. მითხრა, რომ მხოლოდ უფროსებთან ჰქონდა საქმე და თანამშრომლებს არაფერს დაუშავებდა. შემდეგ პოლიცია გამოვიძახე, რადგან სვლა გააგრძელა, რამდენიმე წუთში კი, გავიგონე სროლის ხმა,” ამბობს ერთ-ერთი.

რაც შეეხება მეორე თანამშრომლის ჩვენებას, რომელიც ზემოთ იმყოფებოდა, ქალი აცხადებს: “ქ-ნ მარია ჩემს მაგიდასთან მოვიდა, ცდილობდა დამალულიყო და თავისთვის ეშველა, მაგრამ წამოეწია, თვალზე მიადო იარაღის ლულა და გაისროლა, ქ-ნ კარნესი სკამზე დაჯდა დაშავებული, მაგრამ ცხადი იყო, რომ ვერ გადარჩებოდა. მე მაშინვე გავიქეცი ოთახიდან.”

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, მარია კარნესი იყო 76 წლის არის მთავარი სამიზნე, ხოლო მისი და, დესპინა კარნესი სიკვდილს, ფაქტობრივად, მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ოფისში არ იმყოფებოდა.

 

onalem

ტესტ