fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: სამი მცირეწლოვანი ბებიის ოთახში შევიდა და ყველა წამალი დალია, რაც კი იქ ინახებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პირგოსში მოხდა. სამი მცირეწლოვანი ბავშვი, ორი გოგონა და ერთი ბიჭი, საკუთარი ბებიის ოთახში შევიდა და ყველა წამალი დალია, რაც კი იქვე მდგომ კომოდში ინახებოდა.

როცა ეს ყველაფერი გაირკვა, მშობლები პანიკაში ჩაცვივდნენ და სამივე მათგანის დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

ბავშვებს პირგოსის საავადმყოფოში საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, სახლებში ჯერჯერობით არ გაუწერიათ.

onalem

ტესტ