fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 15 თებერვალს, ათენში ცენტრალური გზები გადაიკეტება – მასშტაბური საპროტესტო აქცია დედაქალაქში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხვალ, 15 თებერვალს, მოსალოდნელია სტუდენტებისა და მოსწავლეების მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომლის გამოც ათენის ცენტრში გადაადგილება შეიზღუდება.

დემონსტრანტები შეკრებას 11:00 საათიდან დაიწყებენ და 12:00 საათისთვის სინდაღმისკენ გადაინაცვლებენ. აქცია კვლავ კერძო უნივერსიტეტების საკითხს უკავშირდება, რადგან საბერძნეთის პარლამენტი განიხილავს მათ გათანაბრებას სახელმწიფო უნივერსიტეტებთან, აღნიშნული კი, ახალგაზრდებისთვის მიუღებელია.

ათენის ცენტრი: სინდაღმა, ვასილისის სოფიას, ვასილისის ამალიასა და პანეპისტიმიუს ქუჩები/გამზირები გადაიკეტება და საჯარო ტრანსპორტი შეცვლის გადაადგილების მარშრუტს.

ხვალისთვის თავი უნდა აარიდოთ ცენტრში გადაადგილებას, მოსალოდნელი ვითარების გამო, ხოლო ტრანსპორტის მოძრაობის შესახებ საგზაო პოლიციის ბრძანების გაცემის შემდეგ შევიტყობთ ინფორმაციას.

onalem

ტესტ