fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: თესალონიკში დაკარგული 11 წლის ქართველი გოგონა იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 21 აპრილს, საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში, 11 წლის ქართველი ბავშვი გაუჩინარდა.

ბერძნულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონა არის 40 კილოგრამი, 1.50 სიმაღლის. გაუჩინარების დროს ეცვა შავი ქურთუკი, ღია ნაცრისფერი შარვალი, ნაცრისფერი სპორტული ფეხსაცმელი. ამასთანავე, ატარებდა, მხედველობის სათვალეს. ბავშვს აქვს ღია ყავისფერი თმა და თვალები.

სტეფანია ახალაძის ძებნაში ჩაერთო ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილი” (Το χαμόγελο του Παιδιού) მას შემდეგ, რაც მისი დაკარგვის შესახებ ზარი შევიდა და საბოლოოდ გოგონა რამდენიმე საათში თესალონიკის პოლიციამ იპოვა. ადგილზე მივიდა სამედიცინო ჯგუფიც და  განაცხადეს, რომ ქართველი ბავშვი ჯანმრთელი და უვნებელია.

ორგანიზაცია გოგონას ოჯახს ფსიქოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენს, მისი გაუჩინარების მიზეზი კი უცნობია.